ჩვენს შესახებ
TriDera — ქართული კომპანიაა, რომელიც 3D ბეჭდვის ტექნოლოგიებით აწარმოებს სათამაშოებსა და ფუნქციურ ნივთებს. ჩვენი პროდუქცია სრულად მზადდება საქართველოში, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალისგან.
ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს ხარისხიან, ინოვაციურ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს — იქნება ეს დიზაინერული სათამაშო, ჩაფხუტის საკიდი თუ სხვა 3D ბეჭდვით შექმნილი პროდუქტი.
TriDera-ს მიზანია მუდმივი განვითარება და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, რათა თანამედროვე ქართულ ბაზარზე შევთავაზოთ უახლესი 3D ტექნოლოგიებით შექმნილი, საიმედო პროდუქტი.